ეს ექსკლუზიური ღვინო ქართული ღვინის კლუბმა 2017 წლის იანვრის შვიდ საუკეთესი ღვინის სიაში შეიყვანა.
| იხილეთ ბმული | სოფელ კონდოლში, სპეციალურად შერჩეულ ვენახში მოწეული საფერავისა (80%) და კაბერნე ფრანისგან (20%) დაწურულ ამ შეზღუდული რაოდენობის ლალისფერ ღვინოს აქვს სასიამოვნო მჟავიანობა, კარგად დაბალანსებული ტანინები და ხანგრძლივი დაბოლოება. წინ წამოწეულია კენკროვანების და ალუბლის არომატი, რასაც მოჰყვება პილპილის სასიამოვნო სიმწარე. ღვინოს გემოვნური თვისებები საუკეთესოდ ვლინდება 15-17oC -ზე.