ტიპი:
მშრალი თეთრი
სტილი:
კახური
ალკოჰოლი:
12.5%
ადგილწარმოშობა:
ს. მანავი, კახეთი
დააგემოვნეთ:
15˚C–ზე.
რაოდენობა:
900 ბოთლი
სოფელ მანავში, სპეციალურად შერჩეულ ვენახში მოწეული უნიკალური ძველქართული ყურძნის ჯიშის, კახური მწვანისგან დაწურული ეს შეზღუდული რაოდენობის ღვინო სხეულიანი და ოქროსფერია. ფერმენტაცია მოხდა ქვევრებში, სადაც დავარგება შემდგომი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღვინო გაჯერებულია სხვადასხვა ხილთა ჩირების გემოთი და არომატით, ზომიერად ტანინიანია და აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. გირჩევთ მიირთვათ გაგრილებული 15˚C -მდე.