ტიპი:
მშრალი თეთრი
სტილი:
ევროპული
ალკოჰოლი:
12.8%
ადგილწარმოშობა:
ს. ჭიკაანი, ყვარელი
დააგემოვნეთ:
10-12˚C–ზე.
რაოდენობა:
1000 ბოთლი
კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში, სპეციალურად შერჩეულ ვენახში მოწეული ძველი ქართული ჯიშის, ქისის ყურძნისგან დაწურული ეს შეზღუდული რაოდენობის ღვინო ღია ოქროსფერია და აქვს საშუალო სხეულიანობა. ჯიშისთვის დამახასიათებელი გემო და არომატი გაჯერებულია ატმისა და მანგოს, განსაკუთრებით კი მწიფე მსხლის ტონებით. ამ მეტად არომატული, ექსკლუზიური ღვინის პოტენციალის სრულად აღსაქმელად გირჩევთ მიირთვათ საჭმლის გარეშე და გაგრილებული 10-12oC -მდე.